განვითარების ჰაბი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ფუნქციონირებს 2019 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული მოქალაქეების ხელშეწყობა საგანმანათლებლო და პროფესიული კუთხით, რომელსაც მათთვის არაფორმალური განათლების მიწოდებით ახორციელებს.
მიზანი
ორგანიზაციის მიზანია საზოგადოების სოციალური, საგანმანათლებლო, პროფესიული კუთხით განვითარების ხელშეწყობა, ყალბ ახალ ამბებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მედიაწიგნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა.
+
ტრენინგი/ვორკშოფი
+
ბენეფიციარი
ჩვენი გუნდი
თემურ ჯვარშეიშვილი
დირექტორი, დამფუძნებელი
2019 წლის ნოემბრიდან საქმიანობს ორგანიზაცია განვითარების ჰაბის აღმასრულებელ დირექტორად.
მრავალწლიანი ლიდერობის გამოცდილებით, ის მჭიდროდ თანამშრომლობს სამეთვალყურეო საბჭოსთან ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებების განსასაზღვრად, ეფექტური ოპერაციული სტრატეგიების შესამუშავებლად და ინოვაციების წასახალისებლად.
იგი ერთგულია ორგანიზაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების, პროცესების გამარტივებისა და განვითარების შესაძლებლობებისა, რაც აძლიერებს განვითარების ჰაბის გავლენას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.