განვითარების ჰაბის ტრენინგები „სამოქალაქო აქტივიზმის სკოლის“ ზაფხულის ბანაკის მონაწილეებისათვის

სათემო ფონდ ნეფას „სამოქალაქო აქტივიზმის სკოლის“ ზაფხულის ბანაკის მონაწილეებს განვითარების ჰაბის დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი ესაუბრა მედიაწიგნიერებაზე, დეზინფორმაციაზე და სამოქალაქო აქტივიზმის კამპანიის დაგეგმვისას სოციალური მედიის გამოყენების შესაძლებლობებზე.

სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციის გადამოწმების ტექნიკებს, სოციალური მედიაკამპანიების დაგეგმვის და საქმიანი კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების მეთოდებს.

პროექტი „სამოქალაქო აქტივიზმის სკოლა“ ხორციელდება ფონდ „ტასოს“ მხარდაჭერით. სკოლის მიზანია ანაკლიის, განმუხურის და დარჩელის თემებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების დონის გაზრდა ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიის, სამოქალაქო აქტივიზმის ფორმების და სახეების, სამოქალაქო აქტივიზმის კამპანიების დაგეგმვის და განხორციელების მეთოდებზე და ახალი მედიის ეფექტიანი გამოყენების მექანიზმების შესახებ.