25 ნოემბერს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში, ჰოლანდიელი დამოუკიდებელი ჟურნალისტისა და კინოდოკუმენტალისტის, ელს ვან დრიელის დოკუმენტური ფილმის, „გაბრიელი“ ჩვენება/განხილვა მოწვეულ სტუმართან, “განვითარების ჰაბის” დამფუძნებელ თემურ ჯვარშეიშვილთან ერთად გაიმართა.
შეხვედრის მეორე ნაწილი სრულად დაეთმო ახალგაზრდებთან მედიაწიგნიერების როლის და მისი მნიშვნელობის შესახებ საუბარს. მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ვორქშოფშიც მიეღოთ მონაწილეობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის PEOPLE IN NEED ფინანსური მხარდაჭერით, ევროკომისიის პროექტის “მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.