მედიაწიგნიერების ფესტივალზე ციფრული უნარებისა და მედიაწიგნიერების გამოწვევები განიხილეს

ჩეხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია People in Need-ის ორგანიზებით თბილისში მედიაწიგნიერების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, განვითარების ჰაბის თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი პანელური დისკუსიის მომხსენებლად იყო მიწვეული, სადაც მან ისაუბრა მედიაწიგნიერების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ციფრული უნარების მნიშვნელობაზე სასკოლო განათლებაში.

ფესტივალი მიზნად ისახავდა განათლების სფეროში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის ხაზგასმას და ციფრული უნარების როლის გაზრდას თანამედროვე სასწავლო პროცესში.