ტრენინგი ინტერნეტუსაფრთხოების შესახებ ტყიბულში

მ/წლის 7 ნოემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის” მიწვევით “განვითარების ჰაბის” თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მედიაწიგნიერებისა და ინტერნეტუსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გამართა ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის. ამავე ღონისძიებაზე გაიმართა პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრდული ინიციატივების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება.

პროექტის პარტნიორია ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People in Need.