ტრენინგი “რეგიონული ინიციატივების ცენტრის” მსმენელებისათვის

14 დეკემბერს პროექტის, “მომავლის ელჩები” ფარგლებში ორგანიზაციის დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომელიც ყალბ ახალ ამბებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებს შეეხებოდა.

პროექტს რეგიონული ინიციატივების ცენტრი – ნათელი მომავალი ახორციელებს, რომელიც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის პარტნიორია საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო.