სწრაფად განვითარებად ციფრულ ეპოქაში უკიდურესად მნიშვნელოვანია მასწავლებლები აღჭურვილი იყვნენ იმ ცოდნით, რასაც ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევები სთავაზობს საზოგადოებას.
ეს კურსი სპეციალურად მასწავლებლებისთვისაა შექმნილი, რათა გააძლიეროს ისინი იმ ცოდნით და პრაქტიკული უნარებით, რაც თითოეულ ჩვენგანს გვესაჭიროება ციფრული მოქალაქეობისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
ამ კურსში მონაწილეობა მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს გაიგონ, როგორ შეიძლება ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი გამოყენებულ იქნას მოსწავლეთა კრეატიულობის, მათი სასწავლო პროცესში ჩართულობისა და აკადემიური მოსწრების გასაზრდელად.
კურსს გაუძღვება “განვითარების ჰაბის” დირექტორი, ალტე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ციფრული მოქალაქეობის, მედიაწიგნიერებისა და საგან თანამედროვე ტექნოლოგიების პროგრამების მენეჯერი, სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მასწავლებელი, თემურ ჯვარშეიშვილი.
სატრენინგო დღეები:
26 მაისი, 18:45 – 19:45
27 მაისი, 20:30 – 21:30
28 მაისი, 18:45 – 19:45
კურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე – https://forms.office.com/e/3h6vz4qTPg
შეხვედრები გაიმართება MS Teams-ის პლატფორმის საშუალებით.
კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
კურსში მონაწილეობა უფასოა.