განვითარების ჰაბის დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის წიგნიერების მასწავლებელმა, ანა შალიკიანმა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს ზემოაღნიშნული სკოლის მოსწავლეებთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- პარალელები საქართველოსა და უკრაინის რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილებებს შორის
- საბჭოთა კავშირის დაშლისშემდგომი დამოუკიდებლობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და დასავლური ინტეგრაციის კურსი
- ყოფილი საბჭოთა ქვეყნების შიდა-პოლიტიკური გარემოს შეცვლაზე მიმართული ჰიბრიდული ომის ანალიზი
- დეზინფორმაციის როლი და კონკრეტული ხერხები უკრაინაში მიმდინარე შეირაღებულ კონფლიქტში.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.