ავტორი: Development Hub

ვორქშოფი ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისათვის

მიმდინარე კვირას ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფთან პარტნიორობით ორგანიზაცია განვითარების ჰაბის დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის საფრთხეების შესახებ საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყალბი ახალი ამბებისგან მომდინარე საფრთხეები და მასთან ბრძოლის პრაქტიკული საშუალებები იქნა განხილული.

ანონსი – იდეების პირველი ქართული ვებსაიტის პრეზენტაცია

განვითარების ჰაბის თანაავტორობით შექმნილი იდეების პირველი ქართული ონლაინ-პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება 31 ივლისს, 17:00. დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ ამ ბმულზე: https://www.facebook.com/events/2033748206759712/

იდეების პირველმა ქართულმა ვებსაიტმა ფუნქცინირება დაიწყო

გვსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ იდეების მუდმივად განახლებადმა ვებსაიტმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. მოხარული ვართ, რომ განვითარების ჰაბის გუნდს თავისი წვლილი მიუძღვის პროექტის წარმატებით განხორციელებაში. ვებსაიტი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე – https://ideebisbude.wixsite.com/ideebisbude

განვითარების ჰაბი ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესთან“ თანამშრომლობას იწყებს

გვაქვს პატივი, გამოვაცხადოთ ახალი ონლაინ-კურსის დაწყების შესახებ ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიების შესახებ, რომელიც ონლაინ-ტრენინგებისა და ვორქშოფების სერიას წარმოადგენს. პროექტი განკუთვნილია საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისათვის. პროექტი ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. დეტალები – https://www.facebook.com/events/749416125591267

სასწავლო კურსი განვითარების ჰაბისა და IREX-საგან

გსურს ისწავლო სანდო და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა? შემოუერთდით ჩვენს ტრენინგს სრულიად უფასოდ და გაიუმჯობესე კრიტიკული აზროვნება და შეიძინე ინფორმაციის გადამოწმების პრაქტიკული უნარ-ჩვევები ისწავლე ინტერნეტში განთავსებული ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევის ხერხები მიღებული ცოდნით დაიცავი თავი და გარშემომყოფნი დეზინფორმაციისა და მანიპულაციისგან ონლაინ-ტრენინგზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ ხელმისაწვდომია აქ: https://www.facebook.com/events/531034707560742/

განვითარების ჰაბი ჩაერთო პროექტში – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „განვითარების ჰაბი“ მონაწილეობას ღებულობს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. „განვითარების ჰაბი” პროექტის ფარგლებში წინასწარგამოცხადებული მიმართულებით იმუშავებს, რაც თემატური საკითხის მომზადებას და მის ტექნიკური პირობების დაცვით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისათვის წარდგენას გულისხმობს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს […]

თანამშრომლობა სსო “კონასთან” და განათლების გალიციურ ფონდთან

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ორგანიზაცია განვითარების ჰაბი უერთდება საერთაშორისო ორგანიზაცია განვითარებისა და განათლების გალიციური ფონდის ძალისხმევას, გაააქტიუროს და ჩართოს უფრო მეტი ახალგაზრდა დემოკრატიულ პროცესებში, რათა თავიანთი თემი და გარემო გახადონ უფრო მეტად აქტიური და პასუხისმგებლიანი. დიდი მადლობა განვითარებისა და განათლების გალიციურ ფონდს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „კონას“ განვითარების ჰაბთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ვორქშოფები საქართველოს პროფკავშირების ქუთაისის ოფისში

25 და 26 დეკემბერს ქართულ-ავსტრიული პროფკავშირების სკოლის მიწვევით ორგანიზაცია “განვითარების ჰაბის” დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ-ის თანაშემწემ, ანა შალიკიანმა სკოლის მსმენელებისთვის 2-დღიანი ვორქშოფი გამართეს. პროფკავშირების სკოლა წარმოადგენს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პროექტს. აღნიშნული გაერთიანება პროგრამას ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC), ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES), ავსტრიის პროფესიული კავშირების გაერთიანების (OGB) და Weltumspannend […]

ტრენინგი “რეგიონული ინიციატივების ცენტრის” მსმენელებისათვის

14 დეკემბერს პროექტის, “მომავლის ელჩები” ფარგლებში ორგანიზაციის დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომელიც ყალბ ახალ ამბებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებს შეეხებოდა. პროექტს რეგიონული ინიციატივების ცენტრი – ნათელი მომავალი ახორციელებს, რომელიც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის პარტნიორია საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო.