კატეგორია: განათლება

მედიაწიგნიერების ფესტივალზე ციფრული უნარებისა და მედიაწიგნიერების გამოწვევები განიხილეს

ჩეხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია People in Need-ის ორგანიზებით თბილისში მედიაწიგნიერების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, განვითარების ჰაბის თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი პანელური დისკუსიის მომხსენებლად იყო მიწვეული, სადაც მან ისაუბრა მედიაწიგნიერების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ციფრული უნარების მნიშვნელობაზე სასკოლო განათლებაში. ფესტივალი მიზნად ისახავდა განათლების სფეროში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის ხაზგასმას და ციფრული უნარების როლის გაზრდას თანამედროვე სასწავლო პროცესში.

“კეთილდღეობა სკოლებში” – ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, eTwinning პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სემინარი გაიმართა თემაზე “კეთილდღეობა სკოლებში”. სემინარზე ერთ-ერთი მომხსენებელი თემურ ჯვარშეიშვილი იყო, რომელმაც გააცნო აუდიტორიას პრეზენტაცია თემაზე “ხელოვნური ინტელექტი განათლებაში”. სემინარი მიზნად ისახავდა მასწავლებლებისთვის ცოდნის და ინოვაციური მიდგომების გაზიარებას, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლის ზრდის ფონზე. თემურ ჯვარშეიშვილმა საკუთარი გამოცდილებიდან საგანმანათლებლო საზოგადოებას წარუდგინა […]