კატეგორია: სხვა

დისკუსია ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში

25 ნოემბერს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში, ჰოლანდიელი დამოუკიდებელი ჟურნალისტისა და კინოდოკუმენტალისტის, ელს ვან დრიელის დოკუმენტური ფილმის, „გაბრიელი“ ჩვენება/განხილვა მოწვეულ სტუმართან, “განვითარების ჰაბის” დამფუძნებელ თემურ ჯვარშეიშვილთან ერთად გაიმართა. შეხვედრის მეორე ნაწილი სრულად დაეთმო ახალგაზრდებთან მედიაწიგნიერების როლის და მისი მნიშვნელობის შესახებ საუბარს. მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ვორქშოფშიც მიეღოთ მონაწილეობა. პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის […]

მედიაწიგნიერების საერთაშორისო კონფერენცია სომხეთში

ორგანიზაცია “განვითარების ჰაბის” თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი ამერიკული საბჭოების მიწვევით იმყოფებოდა სომხეთის ქალაქ ვანაძორში მედიაწიგნიერების საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლად. კერძოდ, მისი გამოსვლა შეეხებოდა საქართველოში მედიაწიგნიერების სწავლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და მედიაწიგნიერების სწავლების თავის საკუთარ გამოცდილებას როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური მიმართულებით. მან თავის გუნდან ერთად ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში პირველმა დანერგა მედიაწიგნიერების სწავლება საშუალო განათლების საფეხურზე […]

ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი განათლებაში – ონლაინ-კურსი მასწავლებლებისათვის

სწრაფად განვითარებად ციფრულ ეპოქაში უკიდურესად მნიშვნელოვანია მასწავლებლები აღჭურვილი იყვნენ იმ ცოდნით, რასაც ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევები სთავაზობს საზოგადოებას. ეს კურსი სპეციალურად მასწავლებლებისთვისაა შექმნილი, რათა გააძლიეროს ისინი იმ ცოდნით და პრაქტიკული უნარებით, რაც თითოეულ ჩვენგანს გვესაჭიროება ციფრული მოქალაქეობისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ამ კურსში მონაწილეობა მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს გაიგონ, როგორ შეიძლება ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი გამოყენებულ […]

ტრენინგი მედიაწიგნიერებაში

ქუთაისის ამერიკული კუთხე “განვითარების ჰაბთან” თანამშრომლობით 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებს გიწვევთ 4-დღიან პროექტში მონაწილეობის მისაღებად! ციფრული მოქალაქეობა, მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემებია, რომელთა სიღრმისეული ცოდნა თითოეულ მოქალაქეს დაიცავს დეზინფორმაციის გავლენისაგან. ტრენინგ-კურსზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგი ბმულის საშუალებით – ტრენინგების ჩატარების განრიგი: 30 აპრილი, შაბათი – 12:00 1 მაისი, კვირა – 12:00 7 […]

მოწვევა ტრენინგების ციკლზე – ემპათიასა და ჩართულობაზე დაფუძნებული მუშაობა ახალგაზრდებთან

ტრენინგების ციკლი გათვალისწინებულია ახალგაზრდული მუშაკებისთვის, ახალგაზრდა ლიდერებისთვის, ტრენერებისთვის, ფასილიტატორებისთვის, მასწავლებლებისათვის საქართველოდან, ვისაც უკვე აქვს ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება. ტრენინგები ინგლისურ ენაზე გაიმართება. გთხოვთ, დეტალებისთვის ეწვიოთ შემდეგ ბმულს – https://drive.google.com/file/d/1QBq9wU7StUNjCXdNYeBwrvIrfjpdks8y/view ტრენინგების ციკლს ახორციელებს ორგანიზაციები – გალიციური განათლების ფონდი, RITA, კონა და განვითარების ჰაბი. აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2021.

თანამშრომლობა სსო “კონასთან” და განათლების გალიციურ ფონდთან

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ორგანიზაცია განვითარების ჰაბი უერთდება საერთაშორისო ორგანიზაცია განვითარებისა და განათლების გალიციური ფონდის ძალისხმევას, გაააქტიუროს და ჩართოს უფრო მეტი ახალგაზრდა დემოკრატიულ პროცესებში, რათა თავიანთი თემი და გარემო გახადონ უფრო მეტად აქტიური და პასუხისმგებლიანი. დიდი მადლობა განვითარებისა და განათლების გალიციურ ფონდს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „კონას“ განვითარების ჰაბთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ვორქშოფები საქართველოს პროფკავშირების ქუთაისის ოფისში

25 და 26 დეკემბერს ქართულ-ავსტრიული პროფკავშირების სკოლის მიწვევით ორგანიზაცია “განვითარების ჰაბის” დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ-ის თანაშემწემ, ანა შალიკიანმა სკოლის მსმენელებისთვის 2-დღიანი ვორქშოფი გამართეს. პროფკავშირების სკოლა წარმოადგენს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პროექტს. აღნიშნული გაერთიანება პროგრამას ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC), ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES), ავსტრიის პროფესიული კავშირების გაერთიანების (OGB) და Weltumspannend […]