ჭდე: დეზინფორმაცია

მედიაწიგნიერების ფესტივალზე ციფრული უნარებისა და მედიაწიგნიერების გამოწვევები განიხილეს

ჩეხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია People in Need-ის ორგანიზებით თბილისში მედიაწიგნიერების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, განვითარების ჰაბის თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი პანელური დისკუსიის მომხსენებლად იყო მიწვეული, სადაც მან ისაუბრა მედიაწიგნიერების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ციფრული უნარების მნიშვნელობაზე სასკოლო განათლებაში. ფესტივალი მიზნად ისახავდა განათლების სფეროში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის ხაზგასმას და ციფრული უნარების როლის გაზრდას თანამედროვე სასწავლო პროცესში.

მედიაწიგნიერების ვორქშოფი აწსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებისათვის ბაკურიანში

გასულ კვირას ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის მიწვევით ბაკურიანში იმყოფებოდა, სადაც უნივერსიტეტისა და ამავე ცენტრის სრუდენტებს მედიაწიგნიერების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა პრაქტიკული დავალებები შეასრულეს.

მედიაწიგნიერების საერთაშორისო კონფერენცია სომხეთში

ორგანიზაცია “განვითარების ჰაბის” თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი ამერიკული საბჭოების მიწვევით იმყოფებოდა სომხეთის ქალაქ ვანაძორში მედიაწიგნიერების საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლად. კერძოდ, მისი გამოსვლა შეეხებოდა საქართველოში მედიაწიგნიერების სწავლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და მედიაწიგნიერების სწავლების თავის საკუთარ გამოცდილებას როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური მიმართულებით. მან თავის გუნდან ერთად ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში პირველმა დანერგა მედიაწიგნიერების სწავლება საშუალო განათლების საფეხურზე […]