ჭდე: ყალბი ამბები

მედიაწიგნიერების ფესტივალზე ციფრული უნარებისა და მედიაწიგნიერების გამოწვევები განიხილეს

ჩეხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია People in Need-ის ორგანიზებით თბილისში მედიაწიგნიერების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, განვითარების ჰაბის თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი პანელური დისკუსიის მომხსენებლად იყო მიწვეული, სადაც მან ისაუბრა მედიაწიგნიერების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ციფრული უნარების მნიშვნელობაზე სასკოლო განათლებაში. ფესტივალი მიზნად ისახავდა განათლების სფეროში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის ხაზგასმას და ციფრული უნარების როლის გაზრდას თანამედროვე სასწავლო პროცესში.

მედიაწიგნიერების ვორქშოფი აწსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებისათვის ბაკურიანში

გასულ კვირას ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის მიწვევით ბაკურიანში იმყოფებოდა, სადაც უნივერსიტეტისა და ამავე ცენტრის სრუდენტებს მედიაწიგნიერების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა პრაქტიკული დავალებები შეასრულეს.

ტრენინგი მედიაწიგნიერებაში

ქუთაისის ამერიკული კუთხე “განვითარების ჰაბთან” თანამშრომლობით 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებს გიწვევთ 4-დღიან პროექტში მონაწილეობის მისაღებად! ციფრული მოქალაქეობა, მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემებია, რომელთა სიღრმისეული ცოდნა თითოეულ მოქალაქეს დაიცავს დეზინფორმაციის გავლენისაგან. ტრენინგ-კურსზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგი ბმულის საშუალებით – ტრენინგების ჩატარების განრიგი: 30 აპრილი, შაბათი – 12:00 1 მაისი, კვირა – 12:00 7 […]

ტრენინგი “რეგიონული ინიციატივების ცენტრის” მსმენელებისათვის

14 დეკემბერს პროექტის, “მომავლის ელჩები” ფარგლებში ორგანიზაციის დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომელიც ყალბ ახალ ამბებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებს შეეხებოდა. პროექტს რეგიონული ინიციატივების ცენტრი – ნათელი მომავალი ახორციელებს, რომელიც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის პარტნიორია საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო.