ვორქშოფი ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისათვის

მიმდინარე კვირას ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფთან პარტნიორობით ორგანიზაცია განვითარების ჰაბის დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის საფრთხეების შესახებ საჯარო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ყალბი ახალი ამბებისგან მომდინარე საფრთხეები და მასთან ბრძოლის პრაქტიკული საშუალებები იქნა განხილული.