განვითარების ჰაბის დამფუძნებელმა და დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა, მონაწილეობა მიიღო Erasmus+-ის პროექტში „Unburnable“, რომელიც 2026 წლის 15–21 ოქტომბერს ესპანეთში, კომა-რუგაში გაიმართა.
ტრენინგზე განიხილებოდა პროფესიული გადაღლის (burnout) პრევენცია, სტრესის მართვა და ემოციური მედეგობა ახალგაზრდულ მუშაობასა და ადამიანის უფლებათა განათლებაში. კურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის შესასწავლად, თუ როგორ შეიძლება არაპროგნოზირებადმა სამუშაო გარემომ, ემოციურმა წნეხმა და ახალგაზრდების მხარდაჭერასთან დაკავშირებულმა მოთხოვნებმა გავლენა მოახდინოს ახალგაზრდულ მუშაკთა კეთილდღეობასა და მათი საქმიანობის მდგრადობაზე.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ გამოცდილება საერთაშორისო კოლეგებისათვის, გაეანალიზებინათ პირადი და ორგანიზაციული გამოწვევები და გაცნობოდნენ მედეგობის გაძლიერებისა და სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.
