მედიაწიგნიერების საერთაშორისო კონფერენცია სომხეთში

ორგანიზაცია “განვითარების ჰაბის” თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი ამერიკული საბჭოების მიწვევით იმყოფებოდა სომხეთის ქალაქ ვანაძორში მედიაწიგნიერების საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლად.

კერძოდ, მისი გამოსვლა შეეხებოდა საქართველოში მედიაწიგნიერების სწავლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და მედიაწიგნიერების სწავლების თავის საკუთარ გამოცდილებას როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური მიმართულებით.

მან თავის გუნდან ერთად ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში პირველმა დანერგა მედიაწიგნიერების სწავლება საშუალო განათლების საფეხურზე საქართველოში.

გარდა ამისა, თემურ ჯვარშეიშვილმა სომეხი კოლეგებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის გამართა ვორქშოფი მედიაწიგნიერების სხვადასხვა პროექტში ინტეგრირების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.