ტრენინგი კიბერუსაფრთხოების შესახებ

ოქტომბერი კიბერ უსაფრთოხების თვეა!

2004 წლიდან კიბერუსაფრთხოების გაცნობიერების თვე ყოველ ოქტომბრის თვეში აღინიშნება.

ოქტომბრის თვის კიბერუსაფრთხოების თვედ გამოცხადება ამერიკის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ალიანსისა და ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივი წამოწყებაა, რომლის მიზანია, ამერიკის მოქალაქეების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ინტერნეტში. ამისათვის კი მნიშვნელოვანია მოქალაქეების კიბერ-ცნობიერების გაზრდა.

აღნიშნულ კამპანიას უერთდება საქართველოში აშშ-ის საელჩოც.

ქუთაისის ამერიკული კუთხე და “განვითარების ჰაბი” გიწვევთ ონლაინ-ტრენინგზე კიბერუსაფრთხოების შესახებ მ/წლის 27 ოქტომბერს, 17:00.

ტრენინგზე საუბარი შეეხება კიბერგამოწვევებს და რა ბერკეტები გვაქვს იმისათვის, რომ დავიცვათ თავი ინფორმაციული და კიბერ-საუკუნეში.

ტრენინგს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ციფრული მოქალაქეობისა და მომავლის პროფესიების პროგრამების მენეჯერი და “განვითარების ჰაბის” დამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი გაუძღვება.