ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ და ორგანიზაცია “განვითარების ჰაბის” დამფუძნებელმა და დირექტორმა თემურ ჯვარშეიშვილმა 27 მაისს კონსტრუქტ2-ის მსმენელებთან და პროფესიულ სტუდენტებთან ტრენინგი გამართა თემებზე – ინტერნეტუსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული საკითხები; უსაფრთხო მესინჯერები და კიბერჰიგიენა; პრაქტიკული რჩევები ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით და ა.შ.
შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში გაიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.