ტრენინგი პროექტ „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ მსმენელთათვის

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF) ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მხარდაჭერით, ახალგაზრდებისათვის ახორციელებს პროექტს „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“.

პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში გაიზარდოს მედიაწიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

28 თებერვალს პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან ინტერაქტიური ტრენინგი გამართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „განვითარების ჰაბის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა.

ტრენინგი ინტერნეტუსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა.