კატეგორია: დეზინფორმაცია

მედიაწიგნიერების ვორქშოფი აწსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებისათვის ბაკურიანში

გასულ კვირას ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის მიწვევით ბაკურიანში იმყოფებოდა, სადაც უნივერსიტეტისა და ამავე ცენტრის სრუდენტებს მედიაწიგნიერების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა პრაქტიკული დავალებები შეასრულეს.

მედიაწიგნიერების საერთაშორისო კონფერენცია სომხეთში

ორგანიზაცია “განვითარების ჰაბის” თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი ამერიკული საბჭოების მიწვევით იმყოფებოდა სომხეთის ქალაქ ვანაძორში მედიაწიგნიერების საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლად. კერძოდ, მისი გამოსვლა შეეხებოდა საქართველოში მედიაწიგნიერების სწავლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და მედიაწიგნიერების სწავლების თავის საკუთარ გამოცდილებას როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური მიმართულებით. მან თავის გუნდან ერთად ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში პირველმა დანერგა მედიაწიგნიერების სწავლება საშუალო განათლების საფეხურზე […]

ჰიბრიდული ომი და უკრაინა – შეხვედრა ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში”

განვითარების ჰაბის დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის წიგნიერების მასწავლებელმა, ანა შალიკიანმა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს ზემოაღნიშნული სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: პარალელები საქართველოსა და უკრაინის რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილებებს შორის საბჭოთა კავშირის დაშლისშემდგომი დამოუკიდებლობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და დასავლური ინტეგრაციის კურსი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების შიდა-პოლიტიკური გარემოს შეცვლაზე მიმართული ჰიბრიდული ომის ანალიზი დეზინფორმაციის […]

ციფრული მოქალაქეობისა და მედიაწიგნიერების კურსი

ქუთაისის ამერიკული კუთხე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია განვითარების ჰაბი გიწვევთ საგაზაფხულო კურსზე – ციფრული მოქალაქეობა და მედიაწიგნიერება. თუ ხარ 15-დან 21-წლამდე ახალგაზრდა და გინდა იცოდე, თუ როგორ გაუმკლავდე ინტერნეტისგან მომდინარე ხილულ და უხილავ საფრთხეებს, შეისწავლოთ ციფრული წიგნიერების საფუძვლები და გახდეთ უფრო მეტად მედიაწიგნიერი, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა! შეავსე სააპლიკაციო ფორმა და შემოგვიერთდი მარტის თვეში. აპლიკაცია […]

ტრენინგი ინტერნეტუსაფრთხოების შესახებ ტყიბულში

მ/წლის 7 ნოემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის” მიწვევით “განვითარების ჰაბის” თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მედიაწიგნიერებისა და ინტერნეტუსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გამართა ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის. ამავე ღონისძიებაზე გაიმართა პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრდული ინიციატივების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტის პარტნიორია ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People in Need.

განვითარების ჰაბისა და ქუთაისის ამერიკული კუთხის ორგანიზებით ახალგაზრდებმა ციფრული მოქალაქეობის 10-დღიანი კურსი გაიარეს

მ/წლის 17 ივლისს დასრულდა 10-დღიანი კურსი ციფრული მოქალაქეობისა და მედიაწიგნიერების შესახებ, რომელიც ორგანიზაციამ ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობით შესთავაზა მსმენელებს. აღნიშნული კურსი მსმენელთათვის სრულად იყო დაფინანსებული საქართველოში აშშ საელჩოს მიერ. კურსს განვითრების ჰაბის დირექტორი და თანადამფუძნებელი, თემურ ჯვარშეიშვილი უძღვებოდა. 10 დღის განმავლობაში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებმა მიიღეს ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ციფრული მოქალაქეობა, […]

განვითარების ჰაბის დირექტორი სტუმრად რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში

განვითარების ჰაბის დირექტორი რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში მედიაწიგნიერებისა და ზოგადად, ციფრული მოქალაქეობის შესახებ საუბრობს. http://www.radiodk.ge/gadacemebi/mtheli-dghe/article/24324-themurjvarsheishvilimediatsigniereba

მოწვევა ციფრული მოქალაქეობისა და მედიაწიგნიერების საზაფხულო კურსზე

ქუთაისის ამერიკული კუთხე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია განვითარების ჰაბის წარმომადგენელი თემურ ჯვარშეიშვილი გიწვევთ საზაფხულო კურსზე – ციფრული მოქალაქეობა და მედიაწიგნიერება. თუ ხარ 15-დან 21-წლამდე ახალგაზრდა და გინდა იცოდე, თუ როგორ გაუმკლავდე ინტერნეტისგან მომდინარე ხილულ და უხილავ საფრთხეებს, შეისწავლოთ ციფრული წიგნიერების საფუძვლები და გახდეთ უფრო მეტად მედიაწიგნიერი, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა! შეავსე სააპლიკაციო ფორმა და შემოგვიერთდი […]

ტრენინგი კონსტრუქტ2-ის მსმენელებისა და პროფესიული სტუდენტებისათვის

ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ და ორგანიზაცია “განვითარების ჰაბის” დამფუძნებელმა და დირექტორმა თემურ ჯვარშეიშვილმა 27 მაისს  კონსტრუქტ2-ის მსმენელებთან და პროფესიულ სტუდენტებთან ტრენინგი გამართა თემებზე – ინტერნეტუსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული საკითხები; უსაფრთხო მესინჯერები და კიბერჰიგიენა; პრაქტიკული რჩევები ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით და ა.შ. შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში გაიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.

ტრენინგი პროექტ „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ მსმენელთათვის

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF) ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მხარდაჭერით, ახალგაზრდებისათვის ახორციელებს პროექტს „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“. პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში გაიზარდოს მედიაწიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. 28 თებერვალს პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან ინტერაქტიური ტრენინგი გამართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „განვითარების ჰაბის“ თანადამფუძნებელმა […]