განვითარების ჰაბისა და ქუთაისის ამერიკული კუთხის ორგანიზებით ახალგაზრდებმა ციფრული მოქალაქეობის 10-დღიანი კურსი გაიარეს

მ/წლის 17 ივლისს დასრულდა 10-დღიანი კურსი ციფრული მოქალაქეობისა და მედიაწიგნიერების შესახებ, რომელიც ორგანიზაციამ ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობით შესთავაზა მსმენელებს.

აღნიშნული კურსი მსმენელთათვის სრულად იყო დაფინანსებული საქართველოში აშშ საელჩოს მიერ.

კურსს განვითრების ჰაბის დირექტორი და თანადამფუძნებელი, თემურ ჯვარშეიშვილი უძღვებოდა.

10 დღის განმავლობაში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებმა მიიღეს ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ციფრული მოქალაქეობა, მედიაწიგნიერება, კიბერ-უსაფრთხოება, ციფრული კომერცია, კიბერ-ბულინგი, ციფრული განათლება და ა.შ.

კურსის დასასრულს მსმენელებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.