კატეგორია: დეზინფორმაცია

განვითარების ჰაბი ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან (TDDF) თანამშრომლობას იწყებს

განვითარების ჰაბი და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF) თანამშრომლობას იწყებს ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მიმართულებით. TDDF ჩეხურ საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდთან” (PIN) თანამშრომლობით ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახორციელებს პროექტს „მედიაწიგნიერების გაძლიერება დოკუმენტური ფილმების ჩვენებით“. ფონდის მიწვევით”განვითარების ჰაბის” დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს გააცნობს ინტერნეტ უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრა ონლაინ ფორმატში 28 თებერვალს გაიმართება.

საჯარო ლექცია კიბერუსაფრთხოების შესახებ

29 დეკემბერს განვითარების ჰაბის თანადამფუძნებელი და დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი ორგანიზაცია “ამერიკული კუთხეების” ქუთაისის ოფისის მიწვევით გამართავს საჯარო ლექციას კიბერუსაფრთხოების შესახებ. შეხვედრა 17:00 დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგი ბმულის მეშვეობით – https://www.facebook.com/events/306780603974571

განვითარების ჰაბის ტრენინგები „სამოქალაქო აქტივიზმის სკოლის“ ზაფხულის ბანაკის მონაწილეებისათვის

სათემო ფონდ ნეფას „სამოქალაქო აქტივიზმის სკოლის“ ზაფხულის ბანაკის მონაწილეებს განვითარების ჰაბის დირექტორი, თემურ ჯვარშეიშვილი ესაუბრა მედიაწიგნიერებაზე, დეზინფორმაციაზე და სამოქალაქო აქტივიზმის კამპანიის დაგეგმვისას სოციალური მედიის გამოყენების შესაძლებლობებზე. სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციის გადამოწმების ტექნიკებს, სოციალური მედიაკამპანიების დაგეგმვის და საქმიანი კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების მეთოდებს. პროექტი „სამოქალაქო აქტივიზმის სკოლა“ ხორციელდება ფონდ „ტასოს“ მხარდაჭერით. სკოლის მიზანია ანაკლიის, განმუხურის და დარჩელის თემებში […]

ვორქშოფი ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისათვის

მიმდინარე კვირას ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფთან პარტნიორობით ორგანიზაცია განვითარების ჰაბის დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის საფრთხეების შესახებ საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყალბი ახალი ამბებისგან მომდინარე საფრთხეები და მასთან ბრძოლის პრაქტიკული საშუალებები იქნა განხილული.

განვითარების ჰაბი ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესთან“ თანამშრომლობას იწყებს

გვაქვს პატივი, გამოვაცხადოთ ახალი ონლაინ-კურსის დაწყების შესახებ ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიების შესახებ, რომელიც ონლაინ-ტრენინგებისა და ვორქშოფების სერიას წარმოადგენს. პროექტი განკუთვნილია საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისათვის. პროექტი ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. დეტალები – https://www.facebook.com/events/749416125591267

სასწავლო კურსი განვითარების ჰაბისა და IREX-საგან

გსურს ისწავლო სანდო და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა? შემოუერთდით ჩვენს ტრენინგს სრულიად უფასოდ და გაიუმჯობესე კრიტიკული აზროვნება და შეიძინე ინფორმაციის გადამოწმების პრაქტიკული უნარ-ჩვევები ისწავლე ინტერნეტში განთავსებული ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევის ხერხები მიღებული ცოდნით დაიცავი თავი და გარშემომყოფნი დეზინფორმაციისა და მანიპულაციისგან ონლაინ-ტრენინგზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ ხელმისაწვდომია აქ: https://www.facebook.com/events/531034707560742/

ტრენინგი “რეგიონული ინიციატივების ცენტრის” მსმენელებისათვის

14 დეკემბერს პროექტის, “მომავლის ელჩები” ფარგლებში ორგანიზაციის დირექტორმა, თემურ ჯვარშეიშვილმა შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომელიც ყალბ ახალ ამბებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებს შეეხებოდა. პროექტს რეგიონული ინიციატივების ცენტრი – ნათელი მომავალი ახორციელებს, რომელიც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის პარტნიორია საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო.