განვითარების ჰაბი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განათლების მიმართულებით ევროპულ პარტნიორობას აძლიერებს

2026 წლის 6-8 ნოემბერს, ესპანეთში, კომა-რუგაში გამართულ საერთაშორისო პარტნიორობის აქტივობაში Past Forward: პარტნიორობა ადამიანის უფლებების, ისტორიული მეხსიერებისა და დემოკრატიული განათლების განვითარებისთვის ახალგაზრდულ საქმიანობაში განვითარების ჰაბის წარმომადგენელი თემურ ჯვარშეიშვილი მონაწილეობდა.

ღონისძიებამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20 წარმომადგენელი გააერთიანა გამოცდილების გაზიარებისა და ადამიანის უფლებების, ისტორიული მეხსიერებისა და დემოკრატიული განათლების მიმართულებით ახალი პარტნიორობების განვითარების მიზნით.

აქტივობის ორგანიზატორი იყო Association of Human Rights Educators (AHEAD) – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების განათლებისა და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციაზე მუშაობს.

შეძენილი გამოცდილება და ჩამოყალიბებული პროფესიული კავშირები ორგანიზაციას მომავალში ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განათლებისა და ახალგაზრდების აქტიური მოქალაქეობის მიმართულებით ახალი თანამშრომლობისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.